ჯანმო: კორონავირუსის ცირკულირებით მიღწეული კოლექტიური იმუნიტეტის სტრატეგია მიუღებელია

Read Time:27 Second

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ცირკულირებით მიღწეული კოლექტიური იმუნიტეტის სტრატეგია მიუღებელია.

„იმუნიტეტის მიღწევა ადამიანიების ვირუსისგან დაცვით ხდება. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ისტორიაში კოლექტიური იმუნიტეტი არასდროს ყოფილა გამოყენებული, როგორც ინფექციის აფეთქებაზე რეაგირების სტრატეგია. ეს პრობლემატურია, როგორც სამეცნიერო, ასევე ეთიკური კუთხითაც“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.

მისივე თქმით, ადამიანებს შორის კორონავირუსის უკონტროლო ცირკულირება არასაჭირო ინფიცირებას, ტანჯვასა და სიკვდილს გამოიწვევდა.

„ჩვენ მხოლოდ ახლა ვიწყებთ იმის გააზრებას, თუ როგორი გრძელვადიანი გავლენა აქვს კორონავირუსს ადამიანებზე. ამ ვირუსისთვის თავისუფლად ცირკულირების უფლების მიცემა არაეთიკურია. ეს ჩვენი არჩევანი არ არის“, – დასძინა ჯანმოს ხელმძღვანელმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გოჩა ენუქიძემ დღევანდელი შეხვედრები, ცხუმარის ტერიტორიულ ერთეულის სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრით დაასრულა
Next post რესან კონცელიძე-სამეწარმეო სექტორის ხელშეწყობა ჩვენს რეგიონში სამუშაო ადგილებსა და დასაქმებულთა რაოდენობას გაზრდის