ჯანმოს დირექტორი: მე ღარიბი ოჯახიდან მოვდივარ და ვიცი თუ რას ნიშნავს, როდესაც ლუკმა პურის შოვნაზე ნერვიულობ

Read Time:28 Second
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, მთავრობებმა უნდა გაითვალისწინონ ის ხალხი, ვინც იძულებულია ყოველდღიურად იმუშაოს ლუკმა-პურის მოსაპოვებლად.
 
„თუ დავხურავთ ყველაფერს, შევზღუდავთ გადაადგილებას, რა მოუვა იმ ხალხს, ვინც იძულებულია ყოველ დღე იმუშაოს ლუკმა-პურის საშოვნელად? თითოეულმა ქვეყანამ ამ კითხვას საკუთარი სიტუაციიდან გამომდინარე უნდა უპასუხოს. ამ სიტუაციას მხოლოდ ეკონომიკური ზარალის კუთხით არ უნდა ვუყურებდეთ. ასევე უნდა დავინახოთ თუ რას ნიშნავს ეს თითოეული ადამიანისთვის. მე ღარიბი ოჯახიდან მოვდივარ და ვიცი თუ რას ნიშნავს, როდესაც ლუკმა პურის შოვნაზე ნერვიულობ. უნდა გავითვალისწინოთ, რა გავლენა ექნება ჩვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს თითოეულ ადამიანზე“, – განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარია: წარსულმა არაერთხელ დაგვარწმუნა, რომ გამოწვევებთან ბრძოლისას გადამწყვეტი ქართველი ხალხის ერთსულოვნებაა
Next post „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ – დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა ,ჩვენთვის პატივია მოვუაროთ და შევინარჩუნოთ ამ გამორჩეული პოლიტიკოსის მემკვიდრეობა და ვზრუნავთ, რომ მისი ღვაწლი სათანადოდ დაფასდეს და ღირსეულად გადაეცეს მომავალ თაობებს