აპრილი 18, 2024
0 0
Read Time:26 Second

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტისა და პირველი ლედისთვის ლოცულობს, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ.

„გავიგეთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და პირველ ლედის, მელანია ტრამპს კორონავირუსი დაუდასტურდათ. მინდა მათ სწრაფი და სრული გამოჯანმრთელება ვუსურვო. ვლოცულობთ მათთვის“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.

აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს და მის მეუღლეს მელანიას კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა.

კოვიდინფექცია დაუდასტურდა ტრამპის მრჩეველსაც. ჰოუფ ჰიქსი 29 სექტემბერს, დონალდ ტრამპს ოჰაიოში ახლდა, სადაც მოქმედმა პრეზიდენტმა დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატ, ჯოზეფ ბაიდენთან დებატები გამართა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები