აპრილი 18, 2024
0 0
Read Time:27 Second

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის განცხადებით, კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ჯადოსნური საშუალება არ არსებობს და შესაძლოა, არც არასდროს იარსებოს.

„რიგი ვაქცინა ახლა უკვე კლინიკური კვლევების მესამე ეტაპზეა და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გვექნება არაერთი ეფექტური ვაქცინა, რომელიც ხელს შეუწყობს ადამიანების ინფიცირების თავიდან აცილებას. თუმცა, ამ დროისთვის კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ჯადოსნური საშუალება არ არსებობს და შესაძლოა, არც არასდროს იარსებოს. ახლა, დაავადების აფეთქებების შეჩერება საზოგადოებრივი ჯანდაცვის მთავარი ამოცანაა. პაციენტების ტესტირება, იზოლაცია და მკურნალობა, მათი კონტაქტების გამოკვლევა და კარანტინში მოთავსება – ყველაფერი ეს უნდა გაკეთდეს“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები