ჯანმომ კორონავირუსის პანდემიის დასრულების სავარაუდო თარიღიად 2022 წლის დასაწყისი დაასახელა

Read Time:28 Second

კორონავირუსის პანდემია მთელი 2021 წელი გაგრძელდება და მისი დასრულება 2022 წლის დასაწყისისთვის არის მოსალოდნელი, – ასეთი ვადები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ გერმანულ გამოცემა Welt-თან ინტერვიუში დაასახელა.

მისივე ვარაუდით, 2021 წლის განმავლობაში ვირუსი უკან არ დაიხევს, თუმცა სიტუაცია უფრო მართვადი გახდება. როგორც კლუგე აცხადებს, 1 წლის შემდეგ კაცობრიობამ კორონავირუსზე უფრო მეტი იცის და მასთან ბრძოლის ინსტრუმენტები გაჩნდა, მათ შორის დიაგნოსტიკა და ვაქცინები.

„თუმცა ჩემს მუშაობაში აუცილებელია წინასწარ დაგეგმვის ცოდნა, ამიტომაც ვფიქრობ, რომ პანდემია 2022 წლის დასაწისში დასრულდება“, – განაცხადა ჰანს კლუგემ. თუმცა, იქვე განმარტა, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსი მთლიანად გაქრება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიგი უგულავა – ვესაუბრე მიხეილ სააკაშვილს და შევჯერდით, რომ არასწორია პლებისციტის იდეის დამუნათება
Next post თეა წულუკიანი: ნიკანორ მელიას ციხე, როგორც პიროვნებას ბენეფიტს არ მოუტანს, მისი დაკავება იყო ერთადერთი სამართლებრივი გზა