ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, რატომ გადაიდო თბილისსა და მსხვილ ქალაქებში სასწავლო პროცესი

Read Time:51 Second
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე განმარტა, თუ რატომ გადაიდო სწავლა საქართველოს სკოლების ნაწილში.
„სწავლა მხოლოდ დიდ ქალაქებში გადავადდება, რადგან დიდ ქალაქებში ადამიანების მობილობა არის ბევრად მაღალი და ასევე, აქ გვაქვს საშუალება, ინტერნეტიზაციიდან გამომდინარე, რომ სწავლა დაიწყოს ჰიბრიდული მეთოდით და შესაბამისად, არ შეფერხდეს სწავლის პროცესი“ – განაცხადა მინისტრმა.
თბილისსა და მსხვილ ქალაქებში, გორში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1917 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1354-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოს რამდენიმე ქალაქში სწავლის დაწყება გადაიდო
Next post ნათია თურნავა – ჩვენ წარვადგინეთ გამარჯვებაზე ორიენტირებული მომავლის გუნდი