მარტი 28, 2024
0 0
Read Time:42 Second

პარტიას ბოიკოტში ყოფნა არ გამოადგება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, მისი პოზიციაა, რომ თუ პარლამენტში შევიდნენ, მანდატი უნდა გამოეყენებინათ.

„პოლიტიკურ ლიდერშიფს გამბედაობა უნდა გვეყოს და ჩვენს მოქალაქეებს უნდა ავუხსნათ, რომ თუ ევროპული გუნდის წევრობა გვინდა და ეს არის ევროკავშირი, მაშინ ჩვენ პირადად, ოპოზიციონერები უნდა მოვიქცეთ, როგორც ევროპელები. გასაგებია, რომ „ქართული ოცნება“ არ იქცევა, როგორც ევროპული საზოგადოება და ხელისუფლება, მაგრამ ჩვენ უნდა ვიგრძნოთ ის პასუხისმგებლობა, რომელზეც ჩვენი უცხოელი პარტნიორები გვესაუბრებიან“, – აღნიშნა დეკანოიძემ.

მისი თქმით, ტყუილია, თითქოს ევროპელი პარტნიორები უნდა დაარწმუნონ, რომ პარლამენტის მანდატებს აზრი არ აქვს.

„ყველა პარტნიორი ერთ აზრზეა და ერთ რამეს ამბობს – ჩვენ გვეკისრება პასუხისმგებლობა და არსებობს ეს პასუხისმგებლობა, მათ შორის პარლამენტში ყოფნაზე. ამ პარლამენტს მძიმე შინაარსი აქვს, მაგრამ არის და მოქმედებს, ამიტომ ყველა ერთად უნდა მოვემზადოთ არჩევნებისთვის და მათ შორის 12 პუნქტის შესრულება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ შემთხვევაში პარტიას ბოიკოტში ყოფნა არ გამოადგება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები