ხალხს ყოველთვის სჭირდება ლიდერი.. ეს ლიდერი იყო, არის და იქნება, ბიძინა ივანიშვილი – ღარიბაშვილი

Read Time:1 Minute, 6 Second

ხალხს ყოველთვის სჭირდება ლიდერი. ლიდერი, რომელიც კონსოლიდაციას გაუწევს პოლიტიკურ პროცესებს. ეს ლიდერი იყო, არის და იქნება ბიძინა ივანიშვილი, რომლის თაოსნობით, მთელ ამ პროცესებს გაუკეთდა ორგანიზება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ კიდევ უფრო მეტად უნდა გაძლიერდეს, ვიდრე იყო 2012 წელს.

„ეს არის ძალიან ამბიციური გეგმა, რომელიც პარტიის თავმჯდომარეს აქვს და ჩვენ ყველანი ერთხმად ვიზიარებთ ამ გეგმას. ჩვენი დაბრუნების მიზანი არის ის, რომ ჩვენი პარტია გახდეს კიდევ უფრო ძლიერი, ვიდრე იყო. ჩვენი ყველა ის დაპირება, რომელიც მივეცით ხალხს, პირნათლად შევასრულოთ და ვიყოთ პირნათელი ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის წინაშე.

2011 წელს, მაშინ როცა ბიძინა ივანიშვილი მოვიდა პოლიტიკაში, მე ვიყავი ჩართული პირველივე დღიდან, ასევე პარტიის სხვა წევრები. ჩვენ მართლაც დიდი სამუშაო გავწიეთ და რა თქმა უნდა, ეს უნდა აღინიშოს ყოველთვის, ხაზგასმით. მე მინდა ყველას შევახსენო, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ როგორც პოლიტიკური პარტიის გამარჯვება იყო აბსოლუტურად შეუძლებელი და წარმოუდგენელი. ჯერ ერთი ეს პარტია არ იარსებებდა, აქედან დავიწყოთ, მეორე ის რომ, რომ არ ყოფილიყო ლიდერი, გამაერთიანებელი, რა თქმა უნდა ვერ შეიცვლებოდა სააკაშვილის რეჟიმი. ეს ყველას უნდა ახსოვდეს ვინც არის პარტიის წევრი. რა თქმა უნდა ეს მოხდა ჩვენი ხალხის მეშვეობით, მაგრამ ხალხს ყოველთვის სჭირდება ლიდერი. ლიდერი, რომელიც კონსოლიდაციას გაუწევს პოლიტიკურ პროცესებს. ეს ლიდერი იყო, არის და იქნება ბიძინა ივანიშვილი, რომლის თაოსნობით, მთელ ამ პროცესებს გაუკეთდა ორგანიზება“, – განაცხადა ღარიბაშილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კოპალიანი ბოკუჩავას: რა თქმა უნდა, არ მოგეწონებათ გახარია, რადგან სასაფლაოზე ახალგაზრდებს არ კლავს
Next post ქართველმა მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატზე 4 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს