ხათუნა ხოფერია: ქართველ ხალხს არ უნდა არანაირი რევოლუცია და რევანში

Read Time:58 Second

ქართველ ხალხს არ უნდა არანაირი რევოლუცია და რევანში, – ამის შესახებ საქართველოს მე-4 და მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრმა, ხათუნა ხოფერიამ„იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისი თქმით, აქციისთვის სერიოზული მზადება იყო და დაახლოებით, 2000-მდე სამარშუტო ტაქსი ჰყავდათ დაქირავებული.

„დავდექით ფაქტის წინაშე, რომ აქციაზე არ იყო კრიტიკული მასა. ის ადამიანები, ვინც ჩართული ვიყავით 2003 წლის რევოლუციის მომზადებაში, ვინც მონაწილეობა მივიღეთ 2012 წლის გამარჯვებაში, ჩვენ კარგად ვიცით რას ნიშნავს კრიტიკული მასა, რომელმაც შეიძლება საზოგადოება დარაზმოს და სახელმწიფოში რაღაც სერიოზული მოახდინოს. ეს მასა ჩვენ იქ ვერ დავინახეთ, მაგრამ მასაზე არ არის საუბარი. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამთავროთ რაოდენობაზე ყურადღების გამახვილება. იქ გამოიკვეთა რამდენიმე მთავარი საკითხი. პირველი ის არის, რომ არ იყო მუხტი, არანაირი მუხტი საიმისოდ, რომ მიშას ან „ნაციონალურ მოძრაობას“, რამე სანუგეშო წაეღოთ ამ შეკრებიდან. მასა, რომელიც რაღაც იმედით მივიდა, მათი აღტკინება, ტაშის რაოდენობა, სოლიდარობის განცდა, როდესაც მიტინგი არ იშლება, როდესაც მიტინგი გრძელდება, დინამიურია, ეს ფაქტორები იქ არ იყო. მეორე მომენტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვფიქრობ არიას ის, რომ ხალხმა დღეს დააფიქსირა, რომ მათ არანაირი რევოლუცია არ უნდათ. მიშა ყველაფერი ისე არ არის, როგორც შენ გგონია და ნამდვილად ისე არ არის და ეს დღეს დადასტურდა. ქართველ ხალხს არ უნდა არანაირი რევოლუცია და რევანში“, – განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნატო ჩხეიძე – მიხეილ სააკაშვილი ფენიქსივით აღდგა და მუხტი გადასდო საზოგადოებას
Next post ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი ბუნებით ავანტიურისტია და თავისივე ფეიკის მსხვერპლი გახდა – მან რაღაც მომენტში მართლა წარმოიდგინა, რომ სახელმწიფო იყო სუსტი