მარტი 28, 2024
0 0
Read Time:51 Second

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილიას მეორეს დაუპირისპირდა. ამის შესახებ მან „tv პირველთან” სატელეფონო ჩართვისას ილაპარაკა.

“”მაშინ როდესაც ვსაუბრობდი ჯერ უკრაინის თემაზე და შემდეგ ვთქვი, რომ უკრაინის საკითხის გარდა აუცილებლად მიმაჩნია, რომ წმინდა სინოდზე იქნას განხილული, ჩვენი უდანაშაულო მღვდლის თემა და ციანიდის საქმე, მითხრეს რეპლიკებით, რომ როდესაც ამოიწურება საკითხი უკრაინის შესახებ, შემდეგ გადავალთ სხვა საკითხებზე. სხვა საკითხებიც გაგრძელდა და ბოლოს, როდესაც მივედი მიკროფონთან და დავიწყე საუბარი, მინდა საჯაროდ ვთქვა და იცოდეს ქართულმა საზოგადოებამ, რომ პატრიარქი წამოდგა და შებრუნდა ღვთისმშობლის ხატისკენ, ანუ სინოდის დასრულების ლოცვა დააწყებინა მის გვერდით მყოფ მღვდელმთავარს. მე დღეს სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ გაჩენილი ბზარი, რომელიც ჩემში არსებობდა გარკვეული პერიოდი და განსაკუთრებით ბოლო მოვლენების შემდეგ, გუშინ საბოლოოდ დაიმსხვრა მითი პატრიარქის მწყემსი კეთილობის შესახებ, ჩემთვის პირადად, როგორც ჭყონდიდელი მიტროპოლიტისთვის,”- განაცხადა მეუფე პეტრემ.

2017 წლის 5 სექტემბერს, მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი ორივე მხარემ გაასაჩივრა. პროკურატურა

განაჩენის დამძიმებას, დაცვა კი გამამართლებელ განაჩენს ითხოვს.

გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც საქართველოს პატრიარქს ოპერაციისთვის ამზადებდნენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები