მარტი 29, 2024
0 0
Read Time:2 Minute, 26 Second

თუ თქვენ­თვის ძა­ლი­ან მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლი იყო, რო­დე­საც ბავ­შო­ბა­ში მშობ­ლე­ბი გა­ი­ძუ­ლებ­დნენ ოთა­ხი და­გე­ლა­გე­ბი­ნათ, ადრე წა­სუ­ლი­ყა­ვით და­სა­წო­ლად, ან – გსჯიდ­ნენ ბილ­წსი­ტყვა­ო­ბის­თვის, ამ ყვე­ლა­ფერს, შე­საძ­ლოა, ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლო მი­ზე­ზი ჰქო­ნო­და. “ინ­დე­ფენ­დენ­თის” ინ­ფორ­მა­ცი­ით, კვლე­ვე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ მო­უ­წეს­რი­გებ­ლო­ბა მა­ღალ ინ­ტე­ლექტს უკავ­შირ­დე­ბა.

ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლე­ბი უფრო ხში­რად ბილ­წსი­ტყვა­ო­ბენ

ხში­რად გვეს­მის, რომ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც იგი­ნე­ბი­ან, „მწი­რი ლექ­სი­კო­ნი აქვთ“.თუმ­ცა არ­სე­ბობს კვლე­ვა, რო­მე­ლიც ამ თე­ო­რი­ას აცამ­ტვე­რებს. შე­დე­გის მი­ხედ­ვით, ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ­ლებ­მაც 1 წუ­თის მან­ძილ­ზე ყვე­ლა­ზე მეტი უწ­მა­წუ­რი სი­ტყვის თქმა მო­ა­ხერ­ხეს, IQ ტეს­ტებ­შიც უფრო მა­ღა­ლი შე­დე­გი აჩ­ვე­ნეს.

ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი გვი­ან იძი­ნე­ბენ და გვი­ან იღ­ვი­ძე­ბენ

გიყ­ვართ ლო­გინ­ში გვი­ა­ნო­ბამ­დე ნე­ბივ­რო­ბა? ესეც, შე­საძ­ლოა, თქვენს ინ­ტე­ლექ­ტზე მე­ტყვე­ლებ­დეს. სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ „ბუ­ე­ბი“ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ ტეს­ტებ­ში უფრო მა­ღალ შე­დე­გებს აჩ­ვე­ნე­ბენ. ბა­რაკ ობა­მა, ჩარლზ დარ­ვი­ნი, უინ­სტონ ჩერ­ჩი­ლი, კიტ რი­ჩარდსი და ელ­ვის პრეს­ლი ღა­მით უფრო ნა­ყო­ფი­ე­რად მუ­შა­ობ­დნენ.

და­სა­ლა­გე­ბე­ლი სა­მუ­შაო მა­გი­და

თუ ბევ­რს იგი­ნე­ბით, გვი­ან იღ­ვი­ძებთ და ამ ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად – სა­მუ­შაო სივ­რცეც მუდ­მი­ვად და­სა­ლა­გე­ბე­ლი გაქვთ, თქვენ­თვის კარ­გი ამ­ბა­ვია.

მი­ნე­სო­ტას უნი­ვერ­სი­ტე­ტის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, არე­უ­ლი და მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი სა­მუ­შაო მა­გი­და სწო­რედ ინ­ტე­ლექ­ტის მა­ნიშ­ნე­ბე­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს. თუ მუდ­მი­ვად არ ცდი­ლობთ, ყვე­ლა­ფე­რი სუფ­თა და მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი იყოს გარ­შე­მო, ეს ნიშ­ნავს, რომ გო­ნე­ბა სხვა, უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფიქ­რით გაქვთ და­კა­ვე­ბუ­ლი.

www.ambebi.ge

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები