მარტი 28, 2024
0 0
Read Time:27 Second

დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან მოსანახულებლად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი აღარ არის, მას მიხეილ სააკშვილთან მეგობრობა აკავშირებს.

“რაზე ვილაპარაკე ყოფილ პრეზიდენტთან, ჟურნალისტებთან განხილვას არ ექვემდებარება. რაც შეეხება იმას, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ვარ თუ არა, წყალს წაუღია ყველა პარტია, ყველა პარტიის წევრობაზე და საერთოდ იმ “ბალაგანზე”, რასაც საქართველოში პოლიტიკას ეძახიან, წინ დგას ადამიანობა და მეგობრობა. მიხეილ სააკშვილთან ჩემი ცხოვრების უზარმაზარი და ალბათ, ყველაზე საინტერესო ნაწილია დაკავშირებული.

სააკაშვილი ფიზიკურად არ არის დასუსტებული, მაგრამ ფიზიკურად დასუსტებას მალე დაიწყებს,” – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები