წალკაში, დაშბაშის კანიონზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი მოეწყობა

Read Time:46 Second

წალკაში, დაშბაშის კანიონზე 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი და ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა, – ამის შესახებ ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 40 მილიონი დოლარია და მას ებრაული კომპანია KASS LAND ახორციელებს.

როგორც გამოცემას KASS LAND-ის დამფუძნებელმა ხანოხ კასსიმ განუცხადა, შუშის ხიდია პროექტის ერთ-ერთი გამორჩეული კომპონენტია, რომელიც კანიონზე აშენდება და მის შუაგულში მიწიდან 200 მეტრის სიმაღლეზე ბარი განთავსდება.

მხოლოდ ხიდის მშეენებლობისთვის 15 მილიონი დოლარი დაიხარჯება და ის 2020 წლის ივლისში გაიხსნება. გარდა ხიდისა, პროექტი აერთიანებს სასტუმროს, რამდენიმე აუზსა და მუსიკალური ფესტივალებისთვის განკუთვნილ ტერიტორიას. კომპლექსის ტერიტორიაზე დამონტაჟდება ზიპლაინიც.

„აღნიშნული ხიდი ყურადღებას მთელი მსოფლიოდან მიიპყრობს. ის 2020 წლის ივლისში გაიხსნება. შუშის ხიდის შუაში იქნება განთავსებული ცაში დაკიდებული ბარი. ჩვენი გათვლებით, მინიმუმ 2 მილიონი ვიზიტორი ეწვევა წალკას აღნიშნული ღირსშესანიშანობის გახსნის შემდეგ. წალკაში განსაკუთრებული ბუნებაა და ის სამწუხაროდ, ქართველებისთვისაც კი, უცხო და აუთვისებელ ლოკაციად რჩება“, – განმარტავს KASS LAND-ის დამფუძნებელი ხანოხ კასსი.

„დაშბაშის კანიონის“ პროექტის განხორციელებისთვის მომავალი 3-4 წლის განმავლობაში 40 მილიონი დოლარის ინვესტიცია ეტაპობრივად განხორციელდება.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საუდის არაბეთიდან გამოქცეულმა დებმა თავშესაფარი მიიღეს
Next post სუს -მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტი უნდა მოეწყო. სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობას გეგმავდა