წავიდა მის ზურასთან…მამუკა ონაშვილი გარდაიცვალა

Read Time:27 Second

მომღერალი მამუკა ონაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაცია „იმედინიუსს“ პირველი საუნივერსიტეტო საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ დაუდასტურა.

მამუკა ონაშვილი რამდენიმე დღის წინ ავარიაში მოყვა. საქმეზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.

მამუკა ონაშვილი 1967 წლის 1-ელ ივნისს ქ. თბილისში დაიბადა.

საესტრადო მოღვაწეობა დაიწყო 1983 წელს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტში არსებულ ბიგბენდ „ნიას“ სოლისტად. 1994 წლიდან დაიწყო სოლო კარიერა ქართულ ესტრადაზე. იყო მუსიკალური შოუ პროგრამების წამყვანი. 2001 წლიდან დღემდე მონაწილეობდა შემოქმედებითი გაერთიანება „ლომისის“ პროექტ „იუმორინაში“. გამოშვებული აქვს ორი ალბომი – „მე ისეთი კარგი ვარ“ და „ოცნების ღამე“. გადაღებული აქვს ექვსი მუსიკალური ვიდეოკლიპი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე ოსური ენის გამოცდების პირველად შედეგებს აქვეყნებს
Next post მიხეილ სარჯველაძე: სააკაშვილმა უნდა აიღოს ხელი პოლიტიკაზე, უნდა – ნუ აიღებს, ამას სამართლის აღსრულებასთან კავშირი არ აქვს