ძმები, რომლებიც ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ, თბილისში ბინას მიიღებენ

Read Time:26 Second

23-წლამდელთა მსოფლიოს პირველობიდან დაბრუნებული ძმები 23 ნოემბერს მშობლიურ ამბროლაურში ჩავიდნენ და სოფელ ჭრებალოში, მათი სახელობის სპორტული დარბაზის გახსნას დაესწრნენ. მოულოდნელი საჩუქრის შესახებაც იქვე, რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატისგან გოჩა ენუქიძისგან, შეიტყვეს.

ნიკოლოზ და ავთანდილ კენჭაძეები უკვე წლებია, თბილისში, სპორტსკოლაში ცხოვრობენ და საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებშიც დიდი ხანია, დამკვიდრდნენ. წელს ნიკოლოზ კენჭაძემ 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატამდე რამდენიმე კვირით ადრე უფროსებს შორისაც იჭიდავა მსოფლიო ჩემპიონატზე და ვერცხლის მედალსაც დაეუფლა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ინტერნეტ გამოკითხვა – ვის უჭერთ მხარს მეორე ტურში?
Next post რატომ არ უნდა დავაძალოთ პატარა გოგოებს ნათესავებთან ჩახუტება