ძიძიგური: პერსონებს, რომლებიც ეროვნულ მოძრაობაზე ლაპარაკობენ, არ ჰყოფნით ის წონა და მასშტაბი, რომლითაც შესაძლებელია, ასეთი ტიპის პროექტი წამოიწყო

Read Time:45 Second

პერსონებს, რომლებიც ეროვნულ მოძრაობაზე ლაპარაკობენ, არ ჰყოფნით ის წონა და მასშტაბი, რომლითაც შესაძლებელია, ასეთი ტიპის პროექტი წამოიწყო – ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„24 თებერვალს რუსთაველზე არ გავალ. ეროვნულ მოძრაობაზე, როცა ვლაპარაკობთ, მე ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა მახსენდება. ისინი იყვნენ ადამიანები, რომლებმაც თავის ცხოვრების წესით და გმირობით დაამტკიცეს, რომ მათთვის სამშობლოა უპირველესი. ერთიც და მეორეც სამშობლოსთვის ბრძოლაში დაიღუპა. ახლა, როცა ვსაუბრობთ ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობის დაწყებაზე და ლაპარაკობენ პერსონები, რომლებიც ლაპარაკობენ, მგონია, რომ მათ არ ჰყოფნით ის წონა და მასშტაბი, რომლითაც შესაძლებელია, ასეთი ტიპის პროექტი წამოიწყო. ამ პერსონებისგან, ეს არ არის ადეკვატური და ყურადღების მიპყრობის მცდელობა.

მკაფიო და ნათელი იყო მაშინდელი ეროვნული გამათავისუფლებელი მოძრაობის ამოცანა და მიზანი. მაშინაც რუსეთის წინააღმდეგ იყო ბრძოლა. 24 თებერვლის აქციას აკლია მკაფიო ამოცანა, რომელიც არ არის გამოკვეთილი. მაშინდელი ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობის ამოცანა არ ყოფილა ხელისუფლების შეცვლა, მიუხედავად იმისა, რომ კომუნისტური ხელისუფლება იყო. ხელისუფლების შეცვლა არის მეორეხარისხოვანი, ტექნიკური თემა“, – განაცხადა ძიძიგურმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post აკაკი მინაშვილი: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელი, ტინი კოქსი 2008 წელს მუდმივად იზიარებდა რუსეთის პოზიციას
Next post ლაშა ხუციშვილი – სანქცირებული საქონლისა და პირების სიების დამტკიცებისთანავე, ფინანსთა სამინისტრომ ქვეყნის საბაჟო ტერიტორიაზე სანქცირებული ტვირთების გადაადგილების მკაცრი კონტროლი დაიწყო