ცოცხალი მაგალითი ვარ იმის, რომ განსხვავებული შეხედულებების გამო ბატონი ბიძინა არავის დევნის.

Read Time:53 Second

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა. რომ განსხვავებული შეხედულებების გამო ბიძინა ივანიშვილი არავის დევნის.

“რატომ მიიღო მამუკა ბახტაძემ ეს გადაწყვეტილება, თავად განმარტავს. პრემიერს უფლება აქვს, გუნდის მცირე ნაწილი პარლამენტის ნდობის ხელახლა მოპოვების გარეშე განაახლოს. იმედია, პრემიერი გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს. არ გამოვრიცხავ, განმარტებები გიორგი ქობულიამაც გააკეთოს.

მე რომ მქონდა განსხვავებული შეხედულებები, სხვები სად იყვნენ? განსხვავებული შეხედულებების გამო, ბიძინა ივანიშვილი არავის დევნის. სხვები სად იყვნენ, როცა ხშირ შემთხვევაში, არათუ, განსხვავებულ მოსაზრებას, არამედ საწინააღმდეგო აზრს ვაფიქსირებდი? ამას ჩემი და ბიძინა ივანიშვილის მეგობრობაზე, თანამშრომლობაზე გავლენა არ მოუხდენია. ეს კაცი ისეთი არ არის, როგორსაც ოპოზიცია წარმოაჩენს. ყველა შემთხვევაში ახსნა-განმარტებასა და დასაბუთებას ითხოვს. დასაბუთებული პოზიციის შემთხვევაში კი, ივანიშვილს საკუთარი პოზიცია შეუცვლია“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

ოპოზიცია ეკონომიკის მინისტრის გადაყენებას სახელმწიფო სტრატეგიული და მნიშვნელოვანი ობიექტების პრივატიზების პროცესს უკავშირებს, რომელზეც ინტერესი შესაძლოა ბიძინა ივანიშვილს ჰქონდეს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის სავარძელს ნათია თურნავა დაიკავებს.  მანამდე  ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ თანამდებობა პრემიერმინისტრის ბრძანებით დატოვა. გიორგი ქობულია  ეკონომიკის მინისტრად 2018 წლის 12 ივლისს დაინიშნა.

ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილედ 2000 წლის შემდეგ სხვადასხვა დროს მუშაობდა. 2013-2018 წლებში „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ქუცნაშვილი ქობულიაზე: განსხვავებული შეხედულებების გამო ბიძინა ივანიშვილი არავის დევნის
Next post “ჩემი პრეზიდენტობის დროს სტატისტიკურად მეტი ქართველი ბრუნდებოდა, ვიდრე მიდიოდა”