ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებმა ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი

Read Time:31 Second

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წევრებმა ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი. კომისიის წევრები თანხმდებიან, რომ იმოქმედებენ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, საკუთარი ფუნქციების შესრულებისას იქნებიან სამართლიანები, მიუკერძოებლები და დამოუკიდებლები; იქნებიან პროფესიონალები და იმოქმედებენ გამჭვირვალედ; უზრუნველყოფენ საარჩევნო სუბიექტების, ამომრჩევლებისა და საარჩევნო პროცესში მონაწილე სხვა პირებისთვის თანაბარ და სამართლიან საარჩევნო გარემოს.

„ეთიკის კოდექსის მიზანია კომისიის წევრთა პროფესიული ეთიკის ნორმებისადმი ერთგულების განმტკიცება და სამსახურებრივ მოვალეობებთან მიმართებაში პირადი პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლება. შესაბამისად კომისიის წევრები ვაცნობიერებთ და ვიაზრებთ, რომ ამ ეთიკის კოდექსში გაწერილი პრინციპების მიმღებლობა არის უპირობოდ მნიშვნელოვანი. ჩვენ ვიხელმძღვანელებთ ზუსტად იმ ღირებულებებით, რომელიც ეთიკის კოდექსშია გაწერილი“, – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა კოდექსზე ხელის მოწერის შემდეგ.

ეთიკის კოდექსს ხელს საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებიც მოაწერენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, ბატონო ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ისტორიულ გამარჯვებას მივაღწიეთ და მას შემდეგ ღირსეულად ვიმარჯვებთ ყველა არჩევნებში
Next post ირაკლი ქარსელაძე – წყალტუბოს გენგეგმის კონცეფცია კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასთან ერთად მის განვითარებასაც ითვალისწინებს