მარტი 28, 2024
0 0
Read Time:1 Minute, 17 Second

9 იანვარს სპორტული სამყარო მეოცე საუკუნის ერთერთი ყველაზე გამოჩენილი ტანმოვარჯიშის, აგნეშ კელეთი (კლაინის) ასი წლის იუბილეს აღნიშნავს.

აგნეშის სამ ოლიმპიურ თამაშებში აქვს მონაწილეობა მიღებული (1948, 1952, 1956 წ.წ.). ოლიმპიადაზე მას 10 მედალი აქვს აღებული. აქედან 5 ოქროსი.

იუბილესთან დაკავშირებით მას სპეციალური ვიდეომიმართვა მიუძღვნა და დაბადების დღე მიულოცა უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა და ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. იუბილესთან დაკავშირებით რამდენიმე წიგნი და ბროშურა გამოიცა, ხოლო მისი ცხოვრების და სპორტული წარმატებების შესახებ გამოსაცემად რომანიც მზადდება.

ანგელა კელეთი (კლაინი) ჰოლოკოსტი გამოიარა. ის იმალებოდა იატაკქვეშეთში და გადაადგილდებოდა ყალბი დოკუმენტებით. მისი მამა და ბიძა ოსვენციმის მსხვერპად შეიქმნენ. დედა და დები კი სხვა ბუდაპეშტელ ებრაელებთან ერთად რაულ ვალენბერგმა იხსნა სიკვდილისაგან.

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ აგნეშის ბრწყინვალე სპორტული წარმატებების დრო დადგა. მისი კარიერა 1956 წელს მელბურნის ოლიმპიადაზე დასრულდა, რომელზეც 35 წლის სპორტსმენმა ოთხი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა. დღემდე, ამ ასაკში მოასპარეზე არცერთ სპორცმენს მიუღწევია ასეთი წარმატებისათვის. უნგრეთში მომხდარი მოვლენების გამო ის ისრაელში რეპატრიირდა.

ისრაელში კელეთი (კლაინი) ისრაელის ქალთა ნაკრებს წვრთნიდა, და ამავდროულად ვინგეითის სახელობის ფიზკულტურის ინსტიტუტში ასწავლიდა. ის ეხმარებოდა ისრაელში რეპატრიირებულ სპორტსმენებს ჩაბმულიყვნენ ქვეყნის სპორტულ ცხოვრებაში. (მათ შორის, ჰელსინკის ოლიმპიურ ჩემპიონატზე  საკუთარ მოწინააღმდეგეს მარია გოროხოვსკის).

2017 წელს კელეთი (კლაინი) ისრაელის სახელმწიფო პრემიით დაჯილდოვდა, ხოლო 2019 წელს ორი გამოჩენილი სპორტსმენი ისრაელიდან აგნეშ კელეთიმ (კლაინი) და სუპერგროსმაისტერი იუდით პოლგარმა ევროპის მაკაბიადის საპატიო ცეცხლი აანთეს მშობლიურ ბუდაპეშტში.

2020 წლიდან სპორტულ ტანვარჯიშში ისრაელის ჩემპიონატები ოლიმპიური ჩემპიონის აგნეშ კელეთი (კლაინი) სახელს ატარებენ.

სერგი პოდრაჟანსკი, იერუსალიმიდან

ფოტოზე ისრაელის ოლიმპიური კომიტეტის მილოცვა  კელეთის 100 წლისთავთან დაკავშირებით (ავტ. ისრაელის ოლიმპიური კომიტეტი)

აგნეშ კელეთის დაჯილდოვება ისრაელის პრეზიდენტის როუენ რივლინის და პრემიერმინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ 2017 (ავტ. პრესის სამთავრობო ბიურო)

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები