მარტი 28, 2024
0 0
Read Time:32 Second

ჩვენი ამოცანაა საქართველო ქართველებით, – აცხადებს საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ის „ფეისბუქში“ წერს, რომ იტალიის ქალაქ ბარიში მცხოვრებ ქართველებს ინტერნეტის მეშვეობით ჩაერთო და ესაუბრა.

„ჩავერთე და ერთი საათი ვესაუბრე ჩვენს ულამაზეს ქალბატონებს იტალიის ქალაქ ბარიში. სვავის გეგმა არის „საქართველო ქართველების გარეშე“, ჩვენი ამოცანაა „საქართველო ქართველებით და ე.ი. ივანიშვილის გარეშე“. ქვეყნის მტერი მთავრობა, რომელიც მთელ ძალას ახმარს უცხოეთში თანამოქალაქეების გაყრას და უცხოეთის მთავრობებს ელაპარაკება, რომ როგორმე მათ ქართველები დაასაქმონ, რათა აღარ მოუნდეთ საქართველოსკენ გახედვა. როგორც კი ივანიშვილს მოვაშორებთ, მაშინვე შევთავაზებთ ქართველებს დაბრუნების ღირსეულ პირობებს. გაიხსენეთ – ჩემი პრეზიდენტობის დროს სტატისტიკურად მეტი ქართველი ბრუნდებოდა, ვიდრე მიდიოდა, ხოლო ივანიშვილის დროს ერთმა მილიონმა ადამიანმა მიატოვა მშობლიური კერა“, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები