ჩარიცხვებისა და გრანტის განაწილების შესახებ ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის ცნობილია

Read Time:42 Second

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით 2020 წელს 29 614 აბიტურიენტი გახდა სტუდენტი. ამის შესახებ სოფო გორგოძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, წელს 6 550-მა აბიტურიენტმა მიიღო გრანტი.

„აქედან 100%-იანი დაფინანსება ათასზე მეტმა, 1500-მა 70%-იანი დაფინანსება, ხოლო 4000-ზე მეტმა 50%-იანი დაფინანსება მიიღო. ჩარიცხვების თვალსაზრისით წინა წლებს თუ შევადარებთ, წელს შედარებით უკეთესი სიტუაციაა. თუ შარშან რეგისტრირებული აბიტურიენტების 71% გახდა სტუდენტი, წელს სწავლის გაგრძელების უფლება 75%-მა მოიპოვა.

ყოველ წელს არის აბიტურიენტების რაოდენობა, რომლებიც კონკრეტულ საგანში არ არიან ჩაჭრილები, თუმცა იმის გამო რომ ან არ აირჩეს პროგრამები ან რამდენიმე პროგრამა აირჩეს სადაც ძალიან მაღალი კონკურსი იყო და ვერ მოხვდნენ, პროცესის მიღმა დარჩნენ – წელს ასეთი აბიტურიენტი 500-მდეა.

ფიზიკასა და გეოგრაფიაში – ამ ორ არასავალდებულო საგანში იყო ყველაზე მაღალი ჩაჭრის მაჩვენებელი”, – განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყო და 25 ივლისს დასრულდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ ჩხენკელი – გილოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და თქვენი ცხოვრების ახალი, უაღრესად საინტერესო ეტაპის დაწყებას
Next post ამირან გამყრელიძის განცხადებით, მესტიისა და ლენჯერის თემი სავარაუდოდ, 2 სექტემბერს გაიხსნება