მარტი 28, 2024
0 0
Read Time:1 Minute, 42 Second

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 29 ნარკორეალიზატორი დააკავა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ვლადიმერ ბორცვაძის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ფონიჭალაში დაკავებული ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, საქართველოში ნარკოტიკული საშუალების გავრცელების სათავეში იდგნენ. ისინი განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკულ საშუალებებს სხვა ნარკორეალიზატორებზე ასაღებდნენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელდა საქართველოში ნარკოტიკების შემოტანისა და გასაღების დანაშაულებრივი სქემის გამოვლენა და ორგანიზებული ჯგუფის წევრების – მსხვილი ნარკორეალიზატორების დაკავება.

თბილისის, ქვემო ქართლის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, რამდენიმეთვიანი მასშტაბური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები განახორციელეს, რომლის შედეგად ნარკოდანაშაულისთვის 29 პირი დააკავეს.

კერძოდ, თბილისში – ფონიჭალის დასახლებაში დაკავებულია ნარკორეალიზატორების ორგანიზებული ჯგუფის წევრები, რომლებიც ნარკოტიკებს სისტემატურად ასაღებდნენ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ფონიჭალაში დაკავებული ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, საქართველოში ნარკოტიკული საშუალების გავრცელების სათავეში იდგნენ. ისინი განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკულ საშუალებებს სხვა ნარკორეალიზატორებზე ასაღებდნენ და მათ მიერ ნარკოტიკების გავრცელების შედეგად მიღებული თანხის გარკვეულ ნაწილსაც იღებდნენ.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა დაკავებულებისგან რამდენჯერმე განახორციელეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების, მათ შორის „ჰეროინის“ და „კოკაინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული ვიდეო და აუდიოჩაწერა.

პოლიციამ ასევე ბრალდებულების პირადი, ავტომანქანების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ათეულობით შეკვრად დაფასოებული, სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო.

ასევე, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია 9 პირი – დედაქალაქის სხვა უბნებში, რუსთავში, მარნეულში, გარდაბანში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე.

დაკავებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე გრძელდება. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი, მე-4 და მე-6 ნაწილებით და 262-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის და გავრცელების წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას.

2019 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია: 11 კილოგრამამდე „ჰეროინი”, 1 კილო და 300 გრამი „კოკაინი”, 800 აბი „სუბუტექსი” და „სუბოქსინი”, 1300 აბზე მეტი „ექსტაზი“, 4 კილო და 500 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 150 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები. მიმდინარე წელს, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში 317 პირი მისცეს,“ – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები