შონ კეირნკროსი: საქართველოს განათლების სექტორში ჩადებულმა $140 მილიონის ინვესტიციამ მაღალი შეფასება მიიღო

Read Time:1 Minute, 18 Second

„ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ აღმასრულებელი დირექტორი შონ კეირნკროსი გასულ კვირას, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ანგარიშით წარდგა და საქართველოში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა, – ამის შესახებ ინფორმაციას ათასწლეულის კოროპორაციის საქართველოს ოფისი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სენატში გამოსვლისას შონ კეირნკროსმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ საქართველოში განხორციელებული კომპაქტი ერთ-ერთი წარმატებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ისტორიაში.

„სექტემბერში ვიმოგზაურე საქართველოში, რათა მხარი დამეჭირა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის 140 მილიონ დოლარიანი ინვესტიციისათვის, რომელიც ჩაიდო საქართველოს განათლების სექტორში, განსაკუთრებით კი საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიურ და საინჟინრო (STEM) დარგებში განათლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის. შესაძლებლობა მქონდა მივსალმებოდი საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რიგით მეხუთე მიღების სტუდენტებს, რომლებიც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მხარდაჭერით განხორციელდა. ასევე, გავხსენით ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ რეაბილიტირებული 91 სკოლათაგან ერთ-ერთი“, – აღნიშნა კეირნკროსმა.

შონ კეირნკროსმა, ასევე აღნიშნა, რომ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის კომპაქტის განხორციელებაში დიდი წვლილი მიუძღვით პარტნიორ ქვეყნებს, რომლებიც აქტიურად მუშაობენ საკუთარ ქვეყნებში მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიღწევისთვის.

„მოხარულები ვართ, რომ საქართველოში განხორციელებულმა ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტმა ასეთი მაღალი შეფასება მიიღო. საქართველოს კომპაქტი ერთ-ერთი სამაგალითოა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ განხორციელებულ კომპაქტებს შორის. როგორც მოგეხსენებათ, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 140 მილიონი აშშ დოლარის გრანტის (კომპაქტის) მეშვეობით, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა განახორციელა პროექტები ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში, რომლის მიზანია საქართველოში შრომის ბაზრის მოთხოვნებზე დაფუძნებული განათლების სისტემის დანერგვა“, – განაცხადა მაგდა მაღრაძემ, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა.

2014-2019 წლებში, აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის შედეგად საქართველოს რეგიონებში 91 საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, სასწავლო გარემო გაუმჯობესდა 40 ათასამდე საქართველოს მოსწავლისთვის, 20 ათასზე მეტმა განმანათლებელმა გაიარა პროფესიული განვითარების გრძელვადიანი კურსი, 51 ახალი პროფესიული განათლების პროგრამა შემუშავდა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის STEM პროგრამებზე 600-მდე სტუდენტი იღებს ამერიკულ განათლებას.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ცოტნე ზურაბიანი -მრავალშვილიანი ოჯახები ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა
Next post გარდაიცვალა 15 წლის მოზარდი, რომელმაც სავარაუდოდ, პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა