შოთა ხაბარელი ძიუდოს ფედერაციაში არსებულ “ატკატებზე”: ეს კანონდარღვევაა

Read Time:31 Second

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და სპორტის დამსახურებული ოსტატი, შოთა ხაბარელი ძიუდოს ფედერაციაში არსებულ “ატკატებზე” საუბრობს და აცხადებს, რომ ეს კანონდარღვევაა.

ამის შესახებ ხაბარელმა „აიპრესთან ინტერვიუში განაცხადა.

“მინდა გითხრათ, რომ კანონით, ფაქტობრივად ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. პირდაპირ გეტყვით, დარღვევაა. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს ჰქონდა საშუალება, ის ბიუჯეტი, რომელიც მას გამოყოფილი აქვს სახელმწიფოსგან, თავისუფლად გადაენაწილებინა. რატომ დასჭირდა ეს მანიპულაცია, ჩემთვის გაუგებარია”, – განაცხადა ხაბარელმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ძიუდოს მწვრთნელმა, ლევან ციგრიაშვილმა განაცხადა, რომ მას, 700 ლარიანი ხელფასიდან, ყოველთვიურად 200 ლარს უკან ართმევდნენ. ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ქევხიშვილმა კი “პალიტრანიუსის” ეთერში აღნიშნული ფაქტი დაადასტურა და განაცხადა, რომ ის ამ ფულს სხვა მწვრთნელებს აძლევდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თამუნა ალადაშვილი და ნათია ქოროღლიშვილი – ემიგრანტები
Next post რუსთავში 11 წლის მოზარდი მეხუთე სართულიდან გადავარდა