შვედეთში ქალმა კოვიდინფიცირებული ბავშვი გააჩინა

Read Time:30 Second

შვედეთში დაბადებულ ბავშვს კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩნდა.

ამის შესახებ გამოცემა The Conversation წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, ფეხმძიმე ქალი, რომელიც კოვიდ 19-ით იყო ინფიცირებული, მალმიოს საავადმყოფოში მუცლის ძლიერი ტკივილით შეიყვანეს. ექოსკოპიური კვლევით დადგინდა, რომ ნაყოფს ჟანგბადის უკმარისობის გამო გულისცემა ჰქონდა შესუსტებული, რის გამოც ქალს სასწრაფო საკეისრო კვეთა ჩაუტარდა.

ახალშობილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ვირუსის გენომების სეკვენსირებით დადგინდა, რომ ნაყოფი ჯერ კიდევ დაბადებამდე იყო ინფიცირებული. პირველმა ანალიზებმა აჩვენა, რომ დედას და ბავშვს იდენტური ვირუსი ჰქონდათ, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ ჩატარებული ანალიზით ახალშობილს ინფექციის პოპულაციაში ცვლილება გამოუვლინდა. მას ვირუსის ახალი შტამი A107G დაუდგინდა. საბედნიეროდ, ბავშვს ანტისხეულები გამოუმუშავდა და ვირუსი მან სერიოზული გართულებების გარეშე გადაიტანა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თბილისს კიდევ ერთი საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატა
Next post დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს, გურამ გაბესკირიას 74 წელი შეუსრულდებოდა