აპრილი 19, 2024
0 0
Read Time:45 Second

შიდსის ეროვნული ცენტრის სტატისტიკით, 2018 წლის 1 იანვრიდან 20 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში აივ ინფიცირების 433 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

ცენტრის ინფორმაციით, მხოლოდ 1 იანვრიდან 1 აგვისტომდე 397 ახალი შემთხვევა იყო გამოვლენილი, 20 დღეში კი აივინფიცირებულთა რიცხვი 36-ით გაიზარდა.

ტელევიზიის ინფორმაციით, აჭარაში დღეის მდგომარეობით 636 ადამიანია ინფიცირებული, ყოველთვიურად კი 5-დან 7-მდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება.

2013 წლიდან დღემდე შიდსით ინფიცირებულთა სტატისტიკა იზრდება. 2016 წელს დაავადებულთა რაოდენობა 702 იყო, 2017 წელს – 778, 2018 წელი (20 აგვისტომდე) – 813 ინფიცირებული.

აივინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისშია რეგისტრირებული, შემდეგ ადგილზე სამეგრელო და აჭარის რეგიონებია. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის განმარტებით, რეგიონში მაღალი მაჩვენებელი ბევრი ახალი შემთხვევის გამო კი არ არის, არამედ იმიტომ რომ ახლა დაავადების გამოვლენის შესაძლებლობები გაუმჯობესდა.

შიდსით ინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოს 50 ქვეყანაში მუდმივად იზრდება, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც არიან, მაგალითად ჩეხეთი, უნგრეთი, სლოვენია – ამ ქვეყნებში აივ ინფექციით დღეს იმაზე მეტი ადამიანი ინფიცირდება, ვიდრე გასულ წლებში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები