აპრილი 19, 2024
0 0
Read Time:35 Second

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამინისტროში ბრიფინგზე განაცხადა, რომ  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები პირადობის მოწმობებს 10 დეკემბრიდან 10 იანვრის ჩათვლით უფასოდ მიიღებენ.

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების უფასოდ მისაღებად მოქალაქეებმა იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა მიმართონ და შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინონ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ფოტოსურათის გადაღების საფასურისგანაც თავისუფლდებიან. მზა დოკუმენტები მოქალაქეს 10 სამუშაო დღის ვადაში გადაეცემა.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, უფასო პირადობის მოწმობის აქცია თეა წულუკიანის ინიციატივით, 2013 წლიდან სისტემატურად ცხადდება. 2013-2018 წლებში გაცემული 2 600 000-ზე მეტი პირადობის მოწმობიდან ნახევარზე მეტი 1 500 000-მდე დოკუმენტი, უფასოდ ან შეღავათიან ფასად არის გაცემული, ამჯერად კი, აქცია სპეციალურად შშმ პირებისათვის გამოცხადდა

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები