შალვა პაპუაშვილი – ჯორჯ კენტი საჯაროდ არ ეთანხმება თავისუფლების გამავრცელებელი (პრონწკი) საზოგადოების და მისთანათა წევრებს, რომ „ქართული ოცნება“ და მისი მილიონი ამომრჩეველი არის რუსეთის აგენტი, პუწინის მონა, ეფესბე, გავრილოვები

Read Time:48 Second

ჯორჯ კენტი საჯაროდ არ ეთანხმება თავისუფლების გამავრცელებელი (პრონწკი) საზოგადოების და მისთანათა წევრებს, რომ „ქართული ოცნება“ და მისი მილიონი ამომრჩეველი არის რუსეთის აგენტი, პუწინის მონა, ეფესბე, გავრილოვები, – წერს სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ დეპუტატი შალვა პაპუაშვილი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის, ჯორჯ კენტის გამოსვლის ვიდეოს აზიარებს.

„ჯორჯ კენტი, სენატის წინაშე, საჯაროდ არ ეთანხმება

ნაციონალური მოძრაობის

ევროპული საქართველოს

ლელოს

სტრატეგია აღმაშენებლის

გირჩი – მეტი თავისუფლების

ტვ მთავარის

ტვ პირველის

ტვ ფორმულას

სირცხვილიას
თავისუფლების გამავრცელებელი (პრონწკი) საზოგადოების და მისთანათა წევრებს, რომ ქართული ოცნება და მისი მილიონი ამომრჩეველი არის რუსეთის აგენტი, პუწინის მონა, ეფესბე, გავრილოვები…

ანუ, ეგენი ყველა, ძალად მედასავლეთეები, აგერ უკვე რამდენი წელია, უბრალოდ ტყუილებს ლაპარაკობენო, რომ თავისი მომხრეები გააგიჟონ და გადარიონო, თითქოს, აი, რუსი მოდის და არიქა, ხალხო დავირაზმოთ… გვირაბი გავთხაროთ… კარვები გავშალოთ… ხეობები ჩავხერგოთ… და გავათავისუფლოთ (…რაღაცა მაინც, ვიღაცისგანო).

ანუ მატყუარები არიანო. ცუდია ეგო. ნუ იტყუებიანო. დავიღალეთო.

P.S.: იმას აღარ დავწერ, როგორ თქვეს, ოპოზიციის პარლამენტს გარეთ ყოფნით რუსეთი ხარობსო, თორემ ეს ხალხი ქუდს დაიხურავს და დარცხვენილი წავა პოლიტიკიდან“, – წერს შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქში“.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჯორჯ კენტი – „ქართული ოცნების“ მთავრობამ, რომლის ხელისუფლებაში ყოფნა დაიწყო ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობით, შეინარჩუნა ერთგულება დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის გზისადმი
Next post სოზარ სუბარი ოპოზიციის დაანონსებულ აქციაზე: ამას აკეთებენ ყოველ ჯერზე იმიტომ, რომ არ უნდათ მოლაპარაკებები დასრულდეს შედეგით