შალვა პაპუაშვილი – ჩვენი მოსახლეობისა და ევროპული მომავლის წინაშე არ არის პატიოსანი, რომ სხვა მიზნები და ინტერესები ჩავდოთ იმ კალათაში, რომელსაც ჰქვია ევროკავშირის გზაზე წინსვლა

Read Time:57 Second

საარჩევნო ბარიერი არის ცალკე საკითხი, რომელსაც ევროკავშირის 12 რეკომენდაციასთან არანაირი კავშირი არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ეს არ არის ევროკავშირის პერსპექტივიდან დანახული საკითხი, რომელიც უნდა მოგვარდეს ან გადაწყდეს.

„ჩვენ ამ პროცესს უნდა შევხედოთ ევროკავშირის პერეპექტივიდან, ჩვენ გვაქვს პროცესი, რომელიც გულისხმობს ევროპული საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებას. ანუ, თუ გვინდა, რომ საქართველომ მიიღოს სტატუსი, ჩვენი მიზანია, ამ რეკომენდაციების დაკმაყოფილება. რეკომენდაციები შეეხება ეუთო/ოდირის დასკვნების ანალიზს და მის გათვალისწინებას „საარჩევნო კოდექსში“. საარჩევნო ბარიერი არის ცალკე საკითხი, რომელსაც 12 რეკომენდაციასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს არ არის ევროკავშირის პერსპექტივიდან დანახული საკითხი, რომელიც უნდა მოგვარდეს ან გადაწყდეს. ჩვენ ჩვენს მიზანზე უნდა ჩამოვყალიბდეთ – თუ მიზანია, ევროკავშირთან ურთიერთობის თვალსაზრისით კანდიდატის სტატუსის მიღება, მაშინ ამ საკითხს უნდა მივყვეთ. რაც შეეხება სხვა მიზნებსა და ინტერესებს, ასეთი შეიძლება ბევრი იყო. შეიძლება საარჩევნო ბარიერზე იყოს ინტერესი.

გირჩს“ საქართველოს ეროვნულ ბანკზე აქვს მოსაზრებები. უბრალოდ, ეს არ არის პატიოსანი ჩვენი მოსახლეობის და ევროპული მომავლის წინაშე, რომ ჩვენ სხვა მიზნები და ინტერესები ჩავდოთ იმ კალათაში, რომელსაც ჰქვია ევროკავშირის გზაზე წინსვლა. ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ ორი საკითხი – ერთია ევროკავშირის რეკომენდაციების დაკმაყოფილება და ამას უნდა მივყვეთ, სხვა საკითხები არ არის ევროკავშირის საკითხი. საარჩევნო ბარიერზე წელს გადაწყვეტილების მიღებას არ ვგეგმავთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: ივანიშვილის გვარი რატომ ხმოვანდება ამდენჯერ, ადამიანის, რომელიც პოლიტიკაში არ არის? – ქვეცნობიერი კომპლექსი აქვთ
Next post გურამ მაჭარაშვილი: ეკა გიგაურს მთავრობაში უნდოდა მოსვლა და პოლიტიკურ პროცესებში პირდაპირ იყო ჩართული