აპრილი 19, 2024
0 0
Read Time:36 Second

საერთაშორისო საზოგადოება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ არ აყენებს და ოპოზიციის განცხადებები ამასთან დაკავშირებით, მანიპულაცია და ტყუილია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, შალვა პაპუაშვილმა „დღის კურიერში“ განაცხადა.

მისი განმარტებით, რიგგარეშე არჩევნები არ არის მოთხოვნა და არის კაპრიზი.

„ის, რომ ვინმე საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, არის არა ჩვეულებრივი, არამედ დიდი ტყუილი. ამას რატომ კადრებენ ან საკუთარ თავს, ან მოსახლეობას, ან საკუთარ ამომრჩეველს, არ ვიცი.

მეორე ტყუილი არის ბავშვურ დონემდე მისული მანიპულირება, რომ თითქოს იქ არ წერია სიტყვა “თავისუფალი” და ა.შ. არც აშშ-ში გამართული არჩევნების შემდეგ, ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის სიტყვა თავისუფალი. ეს განცხადებები, თითქოს არსებობს გარკვეული ფორმულები, შელოცვასავით სიტყვა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ჩაწერილი, არის ტყუილი და ამ ტყუილით ცდილობენ გავიდნენ ფონს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები