მარტი 29, 2024
0 0
Read Time:24 Second

ოპოზიციისთვის, ყველაზე კარგი გამოსავალი პარლამენტში შემოსვლაა. იმუშაონ იმ საკითხებზე, რომლებზეც აცხადებენ, რომ, თითქოს, მათი მიზნებია, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ამაში არ მონაწილეობენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის„ ეთერში, გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.

„ამ პარლამენტში, უკვე მერამდენედ მეორდება ისტორია. გვახსოვს წინა შეთანხმებები ოპონენტებთან – საარჩევნო რეფორმაზე, კონსტიტუციის ცვლილებაზე და საბოლოო ჯამში, მათ ამაში არანაირი მონაწილეობა არ მიიღეს. ახლაც იგივე მეორდება. საარჩევნო რეფორმაში, რომელიც იყო შეთანხმების მცდელობის ერთ-ერთი საკითხი და რომელიც დღეს დავაინიცირეთ, ამაშიც არ მონაწილეობენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები