აპრილი 19, 2024
0 0
Read Time:30 Second

მათ მიერ დაანონსებულ გეგმაზე იმის თქმა შემიძლია, რომ კარგია, რომ რეგიონებში გადიან. მისასალმებელია. გამოვიდნენ ტელესტუდიებიდან, სოციალური ქსელებიდან და ნახონ, რეალურად, რა აწუხებთ ჩვენს მოქალაქეებს, რა არის რეალური პრობლემები და არა ის გამოგონილი საკითხები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენი ევროპელი მეგობრებიც მოუწოდებენ, დაანებონ თავი კრიზისების შექმნის იმიტაციას და მიხედონ რეალურ საკითხებს. რეალური საკითხია პანდემია. დღეს, პარლამენტთან გამართულ მიტინგზე არცერთ ლიდერს არ ეკეთა პირბადე. ზოგიერთი მათგანი, ბოლო დღეებში ამბობდა, რომ ნებაყოფლობით აცრისთვის მზად იყო. აცრის გაკეთებას, სჯობს, პირბადე გაიკეთონ და ეს აჩვენონ საკუთარ მოქალაქეებს. ის, რაც მიტინგზე ვნახეთ, რა თქმა უნდა, მიუღებელია“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები