მარტი 29, 2024
0 0
Read Time:34 Second

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შეთანხმებაზე ხელმოწერა საერთოდ არაფერს ნიშნავს, რადგან იგი ანულირებულია და ამ ხელმოწერას ფასი არ აქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერის ფაქტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, დღევანდელი ფაქტი ადასტურებს, რომ სწორი იყო „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება შარლ მიშელის შეთანხმების ანულირების შესახებ.

„მას შემდეგ რაც შეთანხმებას ხელი მოაწერეს, ვნახეთ როგორი კომენტარები იყო, როგორი ტონალობით, ზიზღით, დაპირისპირების ინსპირაციის სურვილით გამოვიდნენ შეხვედრიდან; იმ შეთანხმებაზე ხელმოწერით, რომლის მთავარი იდეა და სულისკვეთება პოლარიზაციის შემცირება და თანამშრომლობაა, მათ შორის რადიკალურად დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის. ასე, რომ ეს ხელისმოწერა საერთოდ არაფერს ნიშნავს, რადგან შეთანხმება ანულირებულია და „ნაციონალური მოძრაობის“ ასეთ ხელმოწერას არანაირი ფასი არ აქვს“, – განაცხად შალვა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები