შალვა პაპუაშვილი: „მთავარი არხის“ ჩანაწერშივე ჩანს, თუ როგორი შეურაცხყოფით მიდის ჟურნალისტი ჩვენი პარტიის ქარელის ოფისში

Read Time:28 Second

რაც შეეხება ქარელის ინციდენტს, „მთავარი არხის“ გავრცელებულ ჩანაწერშივე ჩანს, თუ როგორი შეურაცხყოფით მიდის ჟურნალისტი და როგორ მოიხსენიებს ადამიანს. ჩვენ ასევე მოვუწოდეთ „მთავარ არხს“, რომ გამოექვეყნებინათ სრული მასალა, და ვნახეთ, რომ ეს მასალა დამალულია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ის ნაწილი, რომელიც ეხება გადავარდნას, არ ჩანს. მოვისმინეთ აჟიოტაჟი და ისტერია, თითქოს ამ ადამიანს მოტეხილი ჰქონდა მენჯ-ბარძაყი, ნეკნები. საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ იყო მხოლოდ დაბეჟილობა. რა თქმა უნდა, ესეც ცუდია და მე მას სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, თუმცა სწორედ საკითხების გაბუქება და დაბრალება წარმოადგენს პრობლემას“, – აცხადებს პაპუაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თორნიკე რიჯვაძე კახეთში ეკომიგრანტ ოჯახებს შეხვდა
Next post ანდრია გვიდიანი: თუ გახარიას რამე აკავშირებს ნარკოტიკების მოხმარებასთან, მისი საქმეა, უბრალოდ, გამოვიდეს და კაცურად თქვას, როგორც მაგალითად, იაგო ხვიჩიამ გააკეთა