მარტი 28, 2024
0 0
Read Time:1 Minute, 0 Second

ბიძინა ივანიშვილი ჩამოცილებულია აქტიურ პოლიტიკას და არ არსებობს საფუძველი, ვინმემ ეს ეჭვქვეშ დააყენოს. მე თავად ვარ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ამიტომ სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ გადაწყვეტილებები მიიღება პოლიტსაბჭოსა და საპარალამენტო უმრავლესობაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ევროპარლამენტარ კუბილიუსის მოსაზრების თაობაზე განუცხადა, საფუძველი, რომ მიხეილ სააკაშვილმა მოლაპარაკებებში აქტიური მონაწილეობა მიიღოს, არ არსებობს.

„ეს შედარებები მიუღებელია, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩამოცილებულია აქტიურ პოლიტიკას და არანაირი საფუძველი არ არსებობს, ვინმემ ეს ეჭვის ქვეშ დააყენოს. მე თავად ვარ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ამიტომ სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ გადაწყვეტილებები მიიღება პოლიტსაბჭოსა და საპარალამენტო უმრავლესობაში.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში ფორმალურად თუ ოფიციალურად ჩართვას, ესეც მიუღებელია. პირველი მიზეზი არის გირგვლიანის საქმე, რომელზეც სააკაშვილს მისჯილი აქვს 3-წლიანი თავისუფლების აღკვეთა, მეორე – ვალერი გელაშვილის ცემის საქმე, რაზეც მისჯილი აქვს 6-წლიანი პატიმრობა, მესამე – ტელე „იმედის“ საქმე, მეოთხე მიზეზი – სახელმწიფო დაცვის ბიუჯეტის 9 მლნ ლარის გაფლანგვა, რომელზეც სასამართლო განხილვა მიმდინარეობს და ბოლო, მეხუთე მიზეზი – მიხეილ სააკაშვილმა უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე და თი არ ვცდები, 2015 წლიდან ის უკრაინის მოქალაქეა, ამიტომ რამე საფუძველი, რომ აქტიურად მიიღოს მონაწილეობა მოლაპარაკებებში, არ არსებობს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ ეფექტური იქნება, თუ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილეობას ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი მიიღებენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები