შალვა პაპუაშვილი: გერმანიაში გამართულ შეხვედრებზე მთავარი სულისკვეთებაა, რომ ევროპა – ეს უნდა იყოს სივრცე ლისაბონიდან თბილისამდე

Read Time:58 Second

დღეს ჩვენს დელეგაციას შეხვედრები გვქონდა ბუნდესთაგის პრეზიდენტ ბერბელ ბასთან, ევროპის საკითხთა, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვის კომიტეტების თავმჯდომარეებთან, ყველა შეხვედრაზე იგრძნობოდა მთავარი სულისკვეთება. ეს არის ის სულისკვეთება, რომელიც ჩვენმა მოსახლეობამ სულ ცოტა ხნის წინ, გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის მხრიდან მოისმინა, როდესაც მან თქვა, რომ ევროპა ეს უნდა იყოს სივრცე ლისაბონიდან თბილისამდე. ეს განწყობაა ბუნდესთაგის ყველა წარმომადგენელში და ყველა ფრაქციაში, რომ საქართველო არის ევროპის ნაწილი, ამიტომ საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში, ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად აღსრულდება, – ამის შესახებ გერმანიაში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, შეხვედრებზე, რომელსაც საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია გერმანიის დედაქალაქში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან მართავს, მასპინძელმა მხარემ დადებითად შეაფასა ევროკავშირის წევრობისკენ მიმართული საქართველოს ძალისხმევა და აღინიშნა, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

„ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე, რომ მნიშვნელოვანია პოლიტიკური გადაწყვეტილება იყოს მტკიცე. მომავალ წელს, როდესაც საქმე შეეხება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებას. რაც შეეხება ტექნიკურ პარამეტრებს და სხვადასხვა კრიტერიუმებს რომელიც საჭირო არის სტატუსისთვის, ამ კრიტერიუმებს საქართველო, რა თქმა უნდა, აკმაყოფილებს, გვაქვს კიდევ 12 რეკომენდაცია, რომელზეც მიდის მუშაობა, ჩვენ ჩვენის მხრივ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ რაც შეიძლება მალე ეს მუშაობა დასრულდეს და შემდეგ უკვე გვქონდეს მოლოდინი, რომ ევროკავშირმა შეაფასოს ჩვენი სამუშაო და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე D ჯგუფიდან საფრანგეთი და ავსტრალია გავიდნენ⚽
Next post კახა კალაძე: მშვიდობა იყო, არის და იქნება მუდამ მთავარი ღირებულება, რაზეც ცივილიზებული სამყარო შეთანხმდა