შალვა პაპუაშვილი: განათლება არის სფერო, რომელზეც უნდა იდგეს თანამედროვე საზოგადოება

Read Time:40 Second

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გამორჩეულად გულშემატკივრობს განათლებისა და მეცნიერების სფეროს და იმედი გვაქვს, ამ მოწვევის პარლამენტში მნიშვნელოვანი ძვრები იქნება ამ მიმართულებით, – განაცხადა მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს პირველ სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, განათლება არის ის სფერო, რომელზეც უნდა იდგეს თანამედროვე საზოგადოება.

„საზოგადოების პროგრესი ყველა მიმართულებით, საბოლოო ჯამში, დგას განათლებაზე. ამის გააზრება ყველა პოლიტიკურ ჯგუფს გვაერთიანებს, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებებისა“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილმა ყურადღება გაამახვილა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, უნივერსიტეტი გამორჩეულია მრავალი თვალსაზრისით, მათ შორის, იმით, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, 30 წლის განმავლობაში, პირველი სახელმწიფო უნივერსიტეტია, რომელიც დაარსდა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს პირველ სამუშაო შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ესწრება. საბჭოს წევრების გარდა, მასში მონაწილეობენ საქართველოში არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ხელაშვილი გაეროს რეზოლუციაზე: ეს არის ცალსახა მარცხი, რომელსაც წლიდან წლამდე რუსეთი პატარა საქართველოსგან იღებს
Next post USAID საქართველოს გრანტის სახით 67 მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს