მარტი 28, 2024
0 0
Read Time:1 Minute, 2 Second

საქართველოს ეროვნული საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ოგბაიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ მიმართვას ეხმიანება, რომლითაც ის საკუთარ სასამართლო პროცესზე გამოვიდა და საკუთარი პრეზიდენტობის წლებს ” საქართველოს აღმშენებლობის პერიოდი უწოდა.

ამასთან, შალვა ოგბაიძე მისი და მისი ოჯახის წევრებზე ფიზიკური ანგარიშსწორებისა და 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის ამსახველ საკუთარ ფოტოებს აქვეყნებს რომლის შესახებაც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას მიტინგის დაშლასთან დაკავშირებით ინსტრუქციები არ გაუცია და ოპერაციას სრულად მაშინდელი შინგანა საქმეთა მინისტრი ხელმძღვანელობდა.

“ეს იყო ჩემი ოჯახის ,,თავგადასავალი” მიშას აღმშენებლობის პერიოდში.
აქ სააკაშვილის რეჟიმის მხოლოდ მცირე ნაწილია ფოტოებით წარმოდგენილი:
დევნა, თვალთვალი, დაჭერა, საავადმყოფოში საოპერაციო მაგიდაზე დაპატიმრება (სხვათაშორის მაგ ჩლიფინა ყიფშიძეს, რომელიც მაშინ რესპუბლიკურის მთავრი ექიმი იყო-ერთხელ არ მოვუკითხივარ),აგრეთვე, ნახავთ ჩემი შვილეის ფოტოებს უმოწყალოდ ცემის პროცესში, ნახავთ ჩემს საწარმოს, რომელსაც 1987(!) წლიდან ვავითარებდი და ნახავთ ამ საწარმოს იავრქმნილ ოთახებს და ნარჩენებს ფინანსური პოლიციის შემოჭრის შემდეგ(საწარმოს ბოლო ფოტოები გადაღებულია აუქციონზე გაყიდვის წინ).
და ეს ყველაფრი თურმე ქვეყნის აღმშენელობა ყოფილა.
აა, არ თურმე არ იცოდა…
თურმე ტელეეკრანიდან ადევნებდაო თვალს…
მეფე კეთილიაო-ვინ თქვა მეფის იდიოტობის ,,გასაპრავებელი” ეს ფრაზა?
ყველაფრის გამართლება შეიძლება, მაგრამ მშობლის სიძულვილის და მიუღელობის გამო შვილების დაჭერის და წამების(ვიმეორებ: წ ა მ ე ბ ი ს) გამართლება შეიძლება?
ბოდიში მაინც მოიხადა ვინმემ?
ძალიან ნელა მომავალი სამართლის ურმის თვლების ჭრიალი გაისმა დღეს…” – წერს შალვა ოგბაიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები