მარტი 29, 2024
0 0
Read Time:25 Second
„ქართული ოცნების“ მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა კერესელიძე გუდამაყრის ხეობაში შემავალი სოფლების მოსახლეობას შეხვდა. მაჟორიტარი დეპუტატობის  კანდიდატმა ადგილობრივებისგან იმ საჭიროებების შესახებ მიიღო ინფორმაცია, რაც მთაში მცხოვრებ მოსახლეობას აწუხებს. ადგილობრივების მთავარი მოთხოვნა ცენტრალური გზის სრული რეაბილიტაცია იყო.
,,გასულ წლებში გუდამაყრის ხეობის მიმართ საქართველოს მთავრობის და პარტია “ქართული ოცნების“  მხრიდან დიდი მხარდაჭერა იყო. მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, აშენდა გოდერძი  ჩოხელის სახლმუზეუმი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სკოლას. მოსახლეობის  მთავარი მოთხოვნა არის გუდამაყრის მთავარი გზის რეაბილიტაცია, იმედი მაქვს, რომ მომავალი წლიდან ამ პროექტის განხორციელებას ეტაპობრივად დავიწყებთ,“-განაცხადა შალვა კერესელიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები