შალვა კერესელიძე: საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია ჩვენი გუნდის ერთერთი მნიშნელოვანი პრიორიტეტია

Read Time:35 Second
საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია ჩვენი გუნდის ერთერთი მნიშნელოვანი პრიორიტეტია. მომდევნო წლებში,  რეგიონში მდებარე  ბაღების ინფრასტრუქტურული პრობლემები სრულად მოგვარდება,- ამის შესახებ ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მცხეთის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა  შალვა კერესელიძემ დუშეთში, საბავშვო ბაღის აღმზრდელებთან  და თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა.
კერესელიძის თქმით,  დუშეთში არსებულ სამ საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია უტარდება და პარალელურად  ორი ბაღი შენდება.
სააღმზრდელო დაწესებულების წარმომადგენლები დაინტერესდნენ,  აპირებს თუ არა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სახელფასო პოლიტიკის გადახედვას, რაზეც შალვა კერესელიძემ  უპასუხა, რომ ამ საკითხზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს.
„საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.  გვინდა, რომ რეგიონში არსებული საბავშვო ბაღები სრული რეაბილიტაცია მოვახდინოთ და საჭიროების შემთხვევაში ავაშენოთ კიდეც. რაც შეეხება საბავშვო ბაღის თანამშრომელთა  ხელფასებს,  ამ კუთხით მუშაობა უკვე მიმდინარეობს,“-განაცხადა შალვა კერესელიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მოგესალმებით, გიგზავნით ინფორმაციას ,, ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონისა და ამბროლაურის მაჟრიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოჩა ენუქიძის აქტივობის შსახებ. გთხოვთ, განათავსოთ თქვენს გვერდებზე.
Next post არჩილ თალაკვაძე ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტებს მიმართავს, მხარი დაუჭირონ საპარლამენტო არჩევნებში ევროპარლამენტის სადამკვირვებლო დელეგაციის მონაწილეობას