ყოფილი პატიმრებისთვის მცირე ბიზნესგრანტების გაცემა დაიწყო

Read Time:41 Second

არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდამ” ყოფილი პატიმრებისთვის მცირე ბიზნესგრანტების გაცემა დაიწყო. პროექტის ფარგლებში 110 ბიზნესგრანტი გაიცემა. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.

პირველ ეტაპზე ბიზნეს-გეგმების კონკურსში გამარჯვებულ 43 ბენეფიციარს სხვადასხვა პროდუქცია, ტექნიკა და ბიზნესისათვის საჭირო მასალები გადაეცემა კახეთში, თბილისში, აჭარაში, იმერეთში, გურიაში, სამეგრელოში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში.

“ბიზნეს გრანტები ხელს უწყობს პროექტის ბენეფიციართა ჩართულობასა და გაძლიერებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა: სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, ტურიზმისა და მომსახურების სფეროები. გადაცემის პროცესი 6 თებერვლიდან დაიწყო და ამ ეტაპზე გრანტი 5 ბენეფიციარზე გაიცა. სიდას და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა გრანტი გადასცეს იუსტიციის სამინისტროს სსიპ ,,დანაშაულის პრევენციის ცენტრის” ,,ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის” ბენეფიციარებს. პროექტის ფარგლებში ბენეფიციართა ხელშეწყობა ხორციელდება უშუალოდ ბიზნესისთვის საჭირო პროდუქტით და არა ფულადი სახით, ეს ფორმა კი უფრო მეტად განაპირობებს ბიზნესის მდგრადობასა და განვითარებას“, – ამბობს პროექტის მენეჯერი ნინო დემეტრაშვილი.

პროექტის მიზანია ყოფილი პატიმრების ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა და მათი რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გოჩა ენუქიძე-ეს რეფორმა ეკონომიკურ პროცესში მეტი ადამიანის ჩართვას, მცირე ბიზნესის წახალისებას და დასაქმებულთა ზრდას შეუწყობს ხელს
Next post გერმანიასთან გასამართ მატჩზე ბორჯღალოსნების შემადგენლობა დასახელდა