აპრილი 19, 2024
0 0
Read Time:1 Minute, 0 Second
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის 2-დღიანი ვიზიტი აზერბაიჯანში დასრულდა. 27 თებერვალს ბაქოში, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის სასახლეში სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ქვეყნის პირველ პირთან შეხვედრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი ვიცე-პრეზიდენტმა, ქვეყნის პირველმა ლედიმ, მეჰრიბან ალიევამ მიიღო. პრეზიდენტთან, პირველ ვიცე-პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ბაქოს მერთან გამართული შეხვედრების შემდეგ, ილჰამ ალიევმა სალომე ზურაბიშვილს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.
ვიზიტისას სალომე ზურაბიშვილი ბაქოში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა.  ის ასევე ჩავი

და კახში, სადაც ქართული სკოლა, ეკლესია მოინახულა და მოსახლეობას შეხვდა.

სალომე ზურაბიშვილი და ილჰამ ალიევი

ფოტო: სალომე ზურაბიშვილი და ილჰამ ალიევი

“იმედი მაქვს, რომ ბაქოში ვიზიტის შედეგები აქ, ადგილობრივ მოსახლეობაზე, დადებითად აისახება. მადლობა საოცარი მიღებისთვის, ჩვენ შორის კავშირი არასდროს გაწყდება”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ბაქოში ვიზიტს “ფეისბუკმომხმარებლები” სალომე ზურაბიშვილის “ფეისბუკის” გვერდზე კომენტარებში ეხმაურებიან.
“დიდი ხანია ვითხოვ, გამოვიდნენ სათითაოდ ის ადამიანები, ვინც
პუტინის აგენტობას აბრალებდა და სათითაოდ ბოდიში მოუხადონ პრეზიდენტს… მათ შორის ყველაზე დიდი ბოდიში მან მოიხადოს, ვინც ამ მნიშვნელოვან ვიზიტებს საინფორმაციო გამოშვების მიწურულს აშუქებს…” – დაწერა ერთ-ერთმა მოქალაქემ.
მეჰრიბან ალიევა და სალომე ზურაბიშვილი

ფოტო: მეჰრიბან ალიევა და სალომე ზურაბიშვილი
fb
“ჩვენი პრეზიდენტი ყველგან ქართულად ლაპარაკობს. ძალიან მეამაყება!”.
“რა ვქნა რაღაცნაირად იმედიანად ვუყურებ და მესიმპათიურება ჩვენი პრეზიდენტი… მშვიდი, ჭკვიანი, გაწონასწორებული და საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული ნიჭიერი დიპლომატია.
მისი წარმატება ქვეყნის წარმატებაა, ამიტომ ვუსურვებ ბევრ წარმატებასა და წინსვლას საქმიანობაში..”, – წერს კიდევ ერთი მომხარებელი “ფეისბუკში”.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები