ყვარელში, ბანკში აყვანილი ყველა მძევალი თავისუფალია – შენობაში მხოლოდ შეიარაღებული პირი რჩება

Read Time:23 Second

ყვარელში, „საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალში, ამ დროისთვის, მხოლოდ შეიარაღებული თავდამსხმელი რჩება – ყველა მძევალი უკვე თავისუფალია და სამართალდამცველებმა ისინი უსაფრთხო ტერიტორიაზე გაიყვანეს.

თავდამსხმელი ბანკში დაახლოებით 15:00 საათზე შეიჭრა და მძევლები აიყვანა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, თავდამსხმელი ნახევარ მილიონ ლარს ითხოვდა.

პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს – დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა მითითებებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახეთში გადამუშავებული ყურძნის მოცულობა წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს თითქმის 4-ჯერ აჭარბებს
Next post სოზარ სუბარი: თბილისის მოსახლეობა იმსახურებს იცოდეს, ვინ არის მათი მერი და რა ცხოვრების წესით ცხოვრობს