ყაზტრანსგაზ-თბილისს $40 მილიონად „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” ყიდულობს

Read Time:19 Second

„ყაზტრანსგაზ-თბილისს“ 40 მილიონ დოლარად „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ ყიდულობს. ამის შესახებ ყაზახური საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

ქართული აქტივის გაყიდვის გადაწყვეტილების შესახებ „ყაზტრანსგაზმა“ ყაზახეთის საფონდო ბირჟას აცნობა.

თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია „ყაზტრანსგაზმა“ 2005 წელს შეიძინა. თუმცა, ბოლო წლებში აქტივს ვერ მართავს. დაგროვილი დავალიანების გამო, კომპანიაში დანიშნულია დროებითი მმართველი.

ყაზახური მენეჯმენტისთვის კომპანიის დაბრუნებაზე მოლაპარაკებები უშედეგოდ მიმდინარეობდა. 2017 წელს „ყაზტრანსგაზმა“ ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post Facebook-ი ახალ ვიდეოსერვისს ტესტავს
Next post თურქეთის პრეზიდენტი ჩრდილოეთ ერაყში სამხედრო ოპერაციის დაწყებას არ გამორციხავს