ქუთაისში COVID19-ის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Read Time:45 Second

ქუთაისში კორონავირუსი კიდევ 8 ადამიანს დაუდასტურდა. ყველა მათგანი პედაგოგების კონტაქტებია – ამის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დასრულდა ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ექიმის კოლეგების ტესტირებაც და ყველა პასუხი უარყოფითია. გვიან ღამით მედიკოსის სხვა ახლო კონტაქტების ტესტირების პასუხებს ელოდებიან.

ქალაქის ცენტრში გაშლილ კარავში კი PCR კვლევა 300 -მდე ადამიანმა ჩაიტარა.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1917 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1354-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარია: მცხეთა განსახიერებაა საქართველოსი, ყველაფრის, რაც საქართველოს ისტორიასთან არის დაკავშირებული
Next post ამირან გამყრელიძე: ძალიან გთხოვთ, ნუ გაგვაკრიტიკებთ, როდესაც დიდი ტრადიციული ღონისძიებებისგან თავშეკავების რეკომენდაციას გავცემთ