ქუთაისში მიცვალებულების არევაზე საავადმყოფო განცხადებას ავრცელებს

Read Time:1 Minute, 10 Second

ქუთაისში მიცვალებულების არევაზე თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონული ცენტრი განცხადებას ავრცელებს.

“ფაქტს იმის შესახებ, რომ კლინიკას მიცვალებულები ერთმანეთში აერია არ ვადასტურებთ. კლინიკა არ არის გარდაცვლილი პაციენტების ტრანსპორტირების განმხორციელებელი იურიდიული პირი. გარდაცვლილი პაციენტების ტრანსპორტირების ორგანიზებას საკუთარი ხარჯებითა და ძალებით, მათ შორის გადადგილების განმახორციელებელი სატრანსპორტო საშუალების დაქირავებას და ამავე სატრანსპორტო საშუალებაზე გარდაცვლილის პანაშვიდებისათვის განკუთვნილი ადგილის, კონკრეტული მისამართის მიცემა – მითითებას ახორციელებენ გარდაცვლილი პაციენტის პირველი, მეორე რიგის ან/და სხვა რანგის ნათესავები. სამედიცინო დაწესებულება, ასეთი ფაქტის დადგომის შემთხვევაში უზრუნველყოფს გარდაცვლილის იდენტიფიცირებისთვის დადგენილი სავალდებულო ნორმატივების უზრუნველყოფას, ხოლო ნათესავთა წრე, სამედიცინო დაწესებულების შესაბამის გვამის განთავსების ოთახში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ახდენს გარდაცვლილის იდენტიფიცირებას.

კლინიკის თანამშრომლისა და სანათესაო წრის მხრიდან გარდაცვლილის ერთობრივი იდენტიფიცირების პროცედურების დასრულების შემდგომ, კლინიკისა და გარდაცვლილის ოჯახის წარმომადგენლის მონაწილეობით, გვამის განთავსების ოთახში, მორიგ პროცედურად ხორციელდება, გარდაცვლილი პაციენტის შესაბამის განსასვენებელ საშუალებაში მოთავსება, სათანადო დოკუმენტაციაზე ხელმოწერა და მიცვალებულის პატრონზე გადაბარება. ამის შემდგომ, კლინიკის შესაბამისი თანამშრომლის ზედამხედველობით, ნათესავების მიერ ხორციელდება, მიცვალებულის გვამის ოთახიდან, საკუთარი ორგანიზებით დაქირავებულ ტრანსპორტში მიცვალებულის ჩასვენება. ნათესავებს ბარდებათ მათთან ერთად იდენტიფიცირებული გარდაცვლილი. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, ნათესავებს ჩაბარდათ მათ მიერვე იდენტიფიცირებული გარდაცვლილი. აქ მთავრდება სამედიცინო დაწესებულების უფლება-მოვალეობები,”- წერია განცხადებაში.

ამავე ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით, არსებობს სხვა დაზუსტებული გარემოებები, რომლებიც პერსონალური ხასიათისაა და შეიცავს კონფიდენციალურ ინფორმაციას, რის გამჟღავნებასაც კლინიკა, გარდაცვლილის ოჯახის წევრების ინტერესებიდან გამომდინარე არ გეგმავს.

წყალტუბოს მუნიციპალტეტის სოფელ ცხუნკურში მცხოვრები სულაბერიძეების ოჯახი მიცვალებულების არევის გამო, არ გამორიცხავს სასამართლოს მიმართოს.

მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში მიცვალებულები აერიათ და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საქასრიაში მცხოვრებ ოჯახს სხვა მიცვალებული გაატანეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ილია მეორე: ეს ქვეყანა და ადამიანები მღელვარე ზღვას ჰგავს
Next post ოჯახმა, რომელსაც შეცდომით სხვა მიცვალებული გაატანეს, შესაძლოა საავადმყოფოს უჩივლოს