მარტი 29, 2024
0 0
Read Time:24 Second

ქუთაისში სახალხო დღესასწაულს, გვირილობას აღნიშნავენ. ქალაქის ცენტრში სხვადასხვა კულტურული, გასართობი და სპორტული ღონისძიებები გაიმართება, მათ შორის ხელნაკეთი ნივთებისა და ყვავილების გამოფენა-გაყიდვა, პერფორმანსები, ჯომარდობა მდინარე რიონზე.

დღესასწაულთან დაკავშირებით ქალაქს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები სტუმრობენ.

ქალაქის ქუჩებში გიმნაზისტების ფორმაში ჩაცმული გოგონები კალათებში ჩაწყობილი გვირილებით გადაადგილდებიან და მოქალაქეებს ყვავილებს ურიგებენ.

ქალაქში წარმოდგენილი იქნება რამდენიმე პავილიონი, სადაც ქუთაისის ისტორია გაცოცხლდება და ასევე წარმოაჩენს იმ მასშტაბურ პროექტებს, რომლებიც ქუთაისში უნდა განხორციელდეს.

საღამოს კი ცენტრალურ მოედანზე გალა კონცერტი გაიმართება, რომელშიც ცნობილი ქართველი მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები