მარტი 29, 2024
0 0
Read Time:30 Second

„ქართულმა ოცნებამ“ სამი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატები წარადგინა. ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარედ წარდგენილია კახი კახიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარედ – ირაკლი მეძმარიაშვილი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ  – ზაზა ლომინაძე.

„პარლამენტში არის კომიტეტის თავმჯდომარეების სამი ვაკანტური თანამდებობა. დღეს იწურება ვადა, როდესაც ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ უნდა წარადგინოს სამივე ვაკანტურ თანამდებობაზე თავისი ფრაქციიდან კანდიდატები. ჩემი ხელმოწერით, საქართველოს პარლამენტს წარედგინება რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარედ კახი კახიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის თავმჯდომარედ ირაკლი მეძმარიაშვილი, ხოლო ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ზაზა ლომინაძე.

მდინარაძის თქმით, თავმჯდომარეობის კანდიდატების არჩევა შემდეგ სასესიო კვირაში მოხდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები