ქართული ღვინო გინესის რეკორდების წიგნში შევიდა

Read Time:49 Second

გინესის მსოფლიო რეკორდების ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, საქართველოში, თბილისიდან 50 კილომეტრის მოშორებით, შულავერის გორაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი უძველეს ქვევრში არსებული ღვინის კვალი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 6 000 წლით თარიღდება. შესაძლოა, ღვინის შემადგენლობა 8 000 წლისაც იყოს.

“არტ ნიუსის” ცნობით, აღმოჩენამდე გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე ძველ ღვინოდ ირანში ძვ.წ. 5400-5000 წლით დათარიღებული ნიმუში მიიჩნეოდა. ქართული კვალი კი მასზე 600-1000 წლით ძველია.

საქართველოს ღვინისა და ყურძნის შემსწავლელ კვლევაში საქართველოსთან ერთად რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის – საფრანგეთი, იტალია, ისრაელი, კანადა, დანია და ამერიკის შეერთებული შტატები მონაწილეობდნენ. აღმოჩენის ავტორი პენსილვანიის ანთროპოლოგიისა და არქეოლოგიის უნივერსიტეტის პროფესორი პატრიკ მაკგოვერნია.

გასული წლის ნოემბერში მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ აღიარა, რომ მეღვინეობის უძველესი კვალი სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოაჩინეს, საიდანაც ის მთელ მსოფლიოში გავრცელდა და უდიდესი გავლენა იქონია სოფლის მეურნეობის, ხალხთა კულტურის, ბიოლოგიის, მედიცინისა და ზოგადად, ცივილიზაციის ჩამოყალიბებაზე. აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ერთ-ერთ ყველაზე მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალში PNAS გამოქვეყნდა სტატია, სახელწოდებით „საქართველოს ადრეული ნეოლითური ღვინო სამხრეთ კავკასიიდან“.

ამასთან დაკავშირებით ეროვნული მუზეუმის დირექტორთან დავით ლორთქიფანიძესთან ინტერვიუ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საგაზაფხულო არდადეგები ბაგა-ბაღებზე არ ვრცელდება
Next post სოფო ბობოხიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საფეხბურთო ტურნირი დაიწყო