ქართული საფეხბურთო ,,დიდგორის ბრძოლიდან” 40 წელი გავიდა

Read Time:33 Second

1981 წლის თასების მფლობელთა თასის ფინალში ნოდარ ახალკაცის თბილისის დინამომ, დიუსელდორფში, აღმოსავლეთ გერმანიის ობერლიგის კლუბი კარლ ცაის იენა – ვლადიმერ გუცაევის და ვიტალი დარასელიას გოლებით 2:1 დაამარცხა და გახდა კიევის დინამოს შემდეგ მეორე საბჭოური გუნდი, რომელმაც ევროთასის მოგება შეძლო.

დღეს, დინამოს გამარჯვებიდან 40 წელი გავიდა… კონტინენტზე წარმატებული სეზონის პარალელურად, დინამომ შიდა ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო საბჭოთა კავშირის თასზე ასპარეზობა მერვედფინალში, ერევნის არარატთან მარცხით დაასრულა. მომდევნო, 1981/82 წლების თასების თასზე ახალკაცის გუნდი მოქმედი ჩემპიონის რანგში მოხვდა.

დინამო გათამაშებაში მეორე რაუნდიდან ჩაერთო და ფრანგულ ბასტიას დაუპირისპირდა. პირველი მატჩი საფრანგეთში, როჟე მილას და გუცაევის გოლებით ფრედ დასრულდა, ხოლო საპასუხო შეხვედრა თბილისელებმა დიდუბეში 3:1 მოიგეს. როჟე მილამ აქაც გაიტანა

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო მკაცრად გმობს ისრაელის ტერიტორიაზე სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებს
Next post არჩევნების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარედ გივი მიქანაძე აირჩიეს გივი მიქანაძე